“ირანმა დრონების წარმოება შესაძლოა, ბელარუსში დაიწყოს” – უკრაინის საჰაერო ძალები
ირანმა სანქციებისა და სხვა ქვეყნების მხრიდან ზეწოლის ასარიდებლად დრონების წარმოება შესაძლოა, ბელარუსში გადაიტანოს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატმა “რადიო თავისუფლების” ეთერში განაცხადა.
„ძრავის, პროპელერის, ქობინის დამზადება არ არის პრობლემა, სხვა საკითხია – ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც შედის “შაჰედში”. მაგრამ არის gps-ნავიგაციის განყოფილება, საკონტროლო განყოფილება და რუსეთი ამას თავად ვერ აწარმოებს. ფაქტობრივად, ამ ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქციისთვის სანქციების კონტროლი არ აწყენდა, რომ მსგავსი პროდუქციის მიღებას შეეშალოს ხელი”, – თქვა მან.