მიუნხენში მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმის მსოფლიოს პრემიერა გაიმართა
მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმის – „ჯადოსნური მთის” მსოფლიოს პრემიერა მიუნხენში, კინოფესტივალზე – Dok.fest.Munich გაიმართა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „ჯადოსმური მთა“ ფესტივალის მთავარ კონკურსში აჩვენეს!
ფილმი მარიამ ჭაჭიას მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს აბასთუმნის ტუბერკულოზის დისპანსერში და, ამავე დროს, წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში ტუბერკულოზის უკანასკნელი დისპანსერის ცხოვრებას ასახავს.
„ჯადოსნური მთა“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.