ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში, ლუკაშენკო მოსკოვში გამარჯვების დღის აღნიშვნაში მიიღებს მონაწილეობას.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ჩავიდა ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვიც.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აღლუმში მონაწილეობას მიიღებს ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევიც.

მოსკოვში უკვე ჩაფრინდა ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.

გარდა ამისა, 4 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები