ნიგერიაში, შეიარაღებული პირები ბაპტისტურ ეკლესიაში შეიჭრნენ და 25 ადამიანი გაიტაცეს
ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიაში შეიარაღებული პირები ბაპტისტურ ეკლესიას თავს დაესხნენ და 25 ადამიანი გაიტაცეს.
თავდამსხმელები ბეგის ბაპტისტურ ეკლესიაში შეიჭრნენ, საიდანაც თავდაპირველად 40 პირი გაიტაცეს, თუმცა 15-მა მათგანმა გაქცევა მოახერხა.
„25 ადამიანი კვლავ მძევლად ჰყავთ თავდამსხმელებს“, – განაცხადა ჯოზეფ ჰაიაბიმ, კადუნას შტატში ნიგერიის ქრისტიანული ასოციაციის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში, ნიგერიაში, კადუნას შტატის ერთ-ერთ სოფელში, შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმის შედეგად 33 ადამიანი მოკლეს.