პოლონეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის 10 გამანადგურებელი გადასცა

Serbian army MiG-29 jet fighters perform during a military exercise at a ceremony marking the Serbian Armed Forces Day, at Batajnica military airport near Belgrade, on April 22, 2023. - The Serbian Armed Forces celebrate its day on April 23, to mark the day in 1815 when the Second Serbian Uprising started. It was a milestone in the creation of the modern Serbian state and military. (Photo by Andrej ISAKOVIC / AFP) (Photo by ANDREJ ISAKOVIC/AFP via Getty Images)

პოლონეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის 10 გამანადგურებელი გადასცა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

„ჩვენ უკრაინას MiG-29 ტიპის ათი გამანადგურებელი მივაწოდეთ“, – აღნიშნა ბლაშჩაკმა ოტავაში ვიზიტის დროს.

ცნობისთვის, 5 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას უკვე მიაწოდა MiG-29 ტიპის 8 გამანადგურებელი.

გარდა ამისა, 13 აპრილს გერმანიის მთავრობა დაეთანხმა პოლონეთის მოთხოვნას აღმოსავლეთ გერმანიის მარაგებიდან უკრაინაში MiG-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები