გია აბაშიძე: საინტერესო იქნება “სისხლისა და რევოლუციის” ე.წ. ტრენინგებზე სასამართლოზე ეჭვმიტანილთა პასუხები

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აზიარებს სურამში პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ტრენინგში მონაწილე-მენტორების სიას და აღნიშნავს, რომ აუცილებელია რევანშისტების ამ სეგმენტის საქმიანობის და, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სამართალდამცველთა დროული და მტკიცებულებებით გამყარებული პასუხები.

როგორც ანალიტიკოსი წერს, უამრავ შეკითხვას ბადებს ასევე IRI-ს ადგილობრივი ოფისის სპონსორობა.

“დასახელება და შერცხვენა (naming & shaming) მხოლოდ არ კმარა. აუცილებელია რევანშისტების ამ სეგმენტის საქმიანობის და ე.წ. ბანაკებში სავარაუდოდ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სამართალდამცველთა დროული და მტკიცებულებებით გამყარებული პასუხები. სავარაუდოდ, ეს სია უფრო ვრცელია.
უამრავ შეკითხვას ბადებს ასევე IRI-ს ადგილობრივი ოფისის სპონსორობა.
საინტერესო იქნება “სისხლისა და რევოლუციის” ე.წ. ტრეინინგებზე სასამართლოზე ეჭვმიტანილთა პასუხები.
ამათნაირ დესტრუქციულებს აშშ-ში თუ ევროპაში აქვთ და ექნებათ უდიდესი პრობლემები სამართალთან”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები