ედიშერ გვენეტაძე ელისო კილაძეზე: ეტყობა ჟურნალისტ ასინეთა-ელისტრახოს ვერ გაუგია, რომ ქოლცენტრებით სავსე კოკა გაუტყდა

“ევროპელ პენსიონერთა სავარაუდო მძარცველი ე.წ. ჟურნალისტი ელისტრახო, იგივე ასინეთა წაასწრეს მთხლეზე და ისიც შეუდგა მისი მომძღვნელი პურისა და სარჩოსი კეზერა-სეთურ-აბელის გათეთრება-გალამაზებას! საზოგადოების ყურადღების გადასატანად დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!”,- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ჟურნალისტ ელისო კილაძეზე წერს.

“გაახსენდა, რომ ერთ დროს ჟურნალისტი იყო და მოძებნა ვანში, რაღაც მართლაც სამარცხვინო და საშინელი ამბავი და მისი სათავისო უკუღმა დატრიალებით ცდილობს მის მიტანას ზოგიერთ კოკინაშვილ პელაგიამდე! ეტყობა ჟურნალისტ ასინეთა-ელისტრახოს ვერ გაუგია, რომ ქოლცენტრებით სავსე კოკა გაუტყდა! იცნეს, დასტებად იღვრება ბრონირებული ჯიბიდან ევროები და პელაგიებსაც ვეღარ ატყუებს, მანამდე ათასჯერ ნაცადი, აწ უკვე გაცვეთილი ოინებით! ეჰ ასე იცის ასე! “ნუ დაუწყებ სხვას ორმოს გათხრას თორემ თავად აღმოჩნდები შიგო”-ღაღადებს ძველი “ჰინდური” ანდაზა!”- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები