აშშ-ში, სავაჭრო ცენტრში, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა – დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები

აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, სავაჭრო ცენტრში მამაკაცი გამვლელებს უმისამართოდ ესროდა. ადგილიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. სულ მცირე შვიდი ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.

სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები