გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს

გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს. ჩარლზ მესამეს წმინდა ედუარდის გვირგვინი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაადგა. რის შემდეგაც დარბაზში მყოფებმა ახალი მეფისადმი პატივისცემა გამოხატეს სიტყვებით – „ღმერთო დაიფარე მეფე“.ამის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი ტახტზე აიყვანეს. ახალი მეფის კორონაცია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით საზეიმოდ აღნიშნეს.

დღეს გვირგვინი თავზე ასევე დაიდგა მეფის მეოღე ცოლმა, კამილამ, რომელიც დედოფლად აკურთხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები