აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ბუჩაში ჩავიდა

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, რომელშიც ჰელსინკის კომისიის წევრები შედიან, კიევის ოლქში ბუჩას ეწვივნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელმა ჯო უილსონმა, მისმა წევრმა სტივენ კოენმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მათ ასევე დაათვალიერეს ქალაქში გადაღებული ფოტოები მისი განთავისუფლების შემდეგ და ოკუპანტების მსხვერპლთა ოჯახებს გაესაუბრნენ.

„ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ აქ მომხდარი საშინელებების შესახებ და მიიღონ ინსპირაცია უკრაინელი ხალხისგან კონფრონტაციაში, კონგრესში „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ ორპარტიულ მუშაობაში, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ხალხის გამარჯვებას, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა ჯო უილსონმა.

თავის მხრივ, მაიკლ კარპენტერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ვისაუბროთ ტრაგედიის ადამიანურ განზომილებაზე: „რათა ჩვენმა კოლეგებმა მთელი მსოფლიოდან გაიგონ, რა დევს სასწორზე. საუბარია თავისუფლებაზე – არა მხოლოდ პრინციპებზე. ეს ეხება ღირსებას, იმის შესახებ, თუ რა არის სწორი ამ სამყაროში. ის, რაც დღეს ვნახეთ, ძალიან ემოციურია.“

მისი თქმით, შეერთებული შტატები დაეხმარება უკრაინას რუსების მიერ დეპორტირებული ყველა ბავშვისთვის აგოს პასუხი რუსეთმა და იმუშავებს კიევთან ოჯახების გაერთიანებისა და მსხვერპლთა დასახმარებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები