დავით უსუფაშვილი: უკრაინაში სამწუხაროდ რუსეთის აგრესია გრძელდება

   უკრაინაში, სამწუხაროდ, გრძელდება რუსეთის აგრესია, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა. “უკრაინაში, სამწუხაროდ, გრძელდება რუსეთის აგრესია. ამის მოწმე ვართ ჩვენ, რამდენიმე თევა. ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, დაიძაბა ვითარება. სამწუხაროა, რომ ის შეხვედრა, რომელიც შედგა მინსკში, ვერ აღმოჩნდა სიტუაციის დარეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მსოფლიომ, დემოკრატიულმა სამყარომ და მათ შორის საქართველომ, უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რაც დღემდე იყო – ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანის უფლების უპირობო მხარდაჭერა და ყოველგვარი ძალადობის, აგრესიის დაგმობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი. ამასთანავე, პოლიტიკური განცხადებები არ არის საკმარისი ამ საკითხების მოსაგვარებლად. ამაზე მიუთითებს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის და წამყვანი სახელმიწფოს ლიდერის განცხადება, რომელიც ამ პროცესში ჩართულია. საქართველო, მისი მთავრობა ამ კონფლიქტის განვითარების პირველი დღიდანვე ყოველდღიურ კოორდინაციაშია, ყოველდღიურ კონსულტაციებშია წამყვან სახელმწიფოებთან, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან და ჩვენი პოზიციები, ჩვენი განცხადებები, ქმედებები შეთანხმებულია, არის სრულ ჰარმონიაში იმასთან, რასაც მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოება აკეთებს და გააკეთებს მომავალში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები