სიმფონიური მუსიკის საღამო გაიმართება
6 მაისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში სიმფონიური მუსიკის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობენ: გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, დირიჟორი – ილია ინაიშვილი.
სოლისტები: თამარ ლიჩელი, ფორტეპიანო; გიორგი თათულაშვილი, საყვირი
შესრულდება: დ. შოსტაკოვიჩის – საფორტეპიანო კონცერტი N1, დო მინორი; ბ. ბრიტენის – „უბრალო სიმფონია”; ი. ჰაიდნის – სიმფონია N104, რე მაჟორი.