„შენიღბული პარადიგმების აღმოჩენა სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ – თომას კოსენაუს ლექცია გაიმართება

5 მაისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის ემერიტუს პროფესორი, სორბონის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და ფულბრაიტის მკვლევარი ბუქარესტის უნივერსიტეტში, თომას კოსენაუ გამართავს ლექციას თემაზე: „შენიღბული პარადიგმების აღმოჩენა სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ლექციაზე განხილული იქნება „ოიდიპოს მეფის“, „ჰამლეტის“ და „გოდოს მოლოდინის“ პარადიგმების მთლიანობა და უწყვეტი თანამიმდევრობა; რაც, თავის მხრივ, უპირისპირდება აბსურდის დრამის მკვლევრის, მარტინ ესლინის აზრს აბსურდის დრამაში ტრადიციული დრამის პრინციპების უგულებელყოფის შესახებ.
მოდერატორი: ინგა ჟღენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები