ჟენევაში “განვითარების სამიტზე” პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელის სტატუსით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორმა ვახტანგ ჭარაიამ მიიღო მონაწილეობა
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ჟენევაში “განვითარების სამიტს” უმასპინძლა, სადაც მონაწილეობას სახელმწიფო დელეგაციები, ექსპერტები, მეცნიერები და ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მომავლის სამუშაო ადგილებს შეეხებოდა, რომელიც სპეციალური კვლევის სახით გამოიცა და საქართველოდან პარტნიორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახლდათ.
ღონისძიებაზე პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელის სტატუსით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია მონაწილეობდა.
აღნიშნული თანამშრომლობა პირველია, სადაც ქართული საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენელი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობით ინტერნაციონალურ და ინტერდისციპლინურ კვლევას აქვეყნებს.
კვლევის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ – https://www.weforum.org/reports/the-future-of-jobs-report-2023/in-full