გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დასაქმების პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიში მოისმინა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში” მოსმენა.
პარლამენტის ინფორმაციით, დოკუმენტი სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ წარადგინა.
ანგარიში მოიცავს ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და სხვა პასუხისმგებელი ინსტიტუტების მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობების შესახებ. კერძოდ, სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციის, ასევე სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. ანგარიშში ასახულია მონაცემები საშუამავლო მომსახურების და დამსაქმებელთან ურთიერთობის მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე; მოწყვლადი და დაბალკონკურენტული სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის, სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების, შრომითი მიგრაციის სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელების, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და დონორებთან კოორდინაციის, ასევე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის Worknet-ის განვითარების შესახებ. კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.