მერაბ გაგილაძის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში
14-29 მაისს, გალერეა „ნობლეს“ ორგანიზებითა და მასპინძლობით, საქართველოში მერაბ გაგილაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ახალი ნამუშევრები.
გამოფენის გახსნასთან ერთად, მერაბ გაგილაძის შესახებ გალერეა „ნობლეს“ მიერ გამოცემული სამენოვანი (ქართულ-ინგლისური, ქართულ-ფრანგული) წიგნის პრეზენტაციაც გაიმართება.
„აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, თურქეთი, ბელგია, საფრანგეთი – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც მის საოცრად გამორჩეულ შემოქმედებას არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენა 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: თბილისი, ვაშლოვანის ქ. 4