ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრემიერი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პირდაპირი სამხედრო აგრესიის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პირდაპირი სამხედრო აგრესიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით.
აუცილებელია ყველამ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, დაამყაროს წესრიგი და უზრუნველყოს უკრაინის თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა და მათი ღირსეული მომავალი უკრაინის მთელს ტერიტორიაზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია და საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა. საჭიროა, არ დავიშუროთ ძალისხმევა, რათა უკრაინაში დაისადგუროს მშვიდობამ და სტაბილურობამ. კიდევ ერთხელ, საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით უნდა მოხდეს არსებული რთული მდგომარეობის დაძლევა უკრაინაში”, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები