გორის თეატრში წარადგინეს წიგნი – ,,თეატრი გორში” და უჩვენეს სპექტაკლი – ,,ქეიფი სოლოლაკში”

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაესწრო ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის – „თეატრი გორში“ წარდგენასა და რეჟისორ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის სპექტაკლს – „ქეიფი სოლოლაკში“.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ჩხარტიშვილმა „თეატრი გორში“ თეატრის ფოიეში სპექტაკლის დაწყებამდე წარადგინა. ,,წიგნში თავმოყრილი ინფორმაცია მოგვითხრობს ქართლში თეატრალური ხელოვნების ისტორიას ანტიკური პერიოდიდან დღემდე. დამოუკიდებელ საქართველოში ეს არის ქართლის რეგიონში თეატრის ისტორიის შეფასების პირველი ცდა, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს გორის თეატრის მნიშვნელობას.

წარმოდგენა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ 1923 წელს განვითარებული მოვლენების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, ნოდარ მაჭარაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით დადგა. სპექტაკლი აღწერს საქართველოს ოკუპაციის შემდგომ პერიოდს და მოგვითხრობს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორის – კოტე აფხაზისა და მისი თანამებრძოლების ბოლშევიკების მიერ დახვრეტის ამბავს”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები