თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებიდან 106 წლისადმი მიძღვნილი დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართება
1 მაისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებიდან 106 წლისადმი მიძღვნილი დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართება.
მონაწილეობენ: ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი, ხელმძღვანელი: პროფესორი ლიანა ჭონიშვილი.
სოლისტები: დემეტრე გვეტაძე, თამარ დარასელია, ალექსანდრე ოსადჩუკი, მერაბ ყატაშვილი, დავით ქორიძე, თეონა ყელბერაშვილი, ელენე გოგოძე, მირიან კვალიაშვილი, ია კვალიაშვილი, ანა იმედაშვილი, გურამ პაატიშვილი, სანდრო წიქორიძე.
პროგრამაშია: ი. კეჭაყმაძის, ი.რეინბერგერის, ვ.ა. მოცარტის, გ. დონიცეტის, ს. წიქორიძის ნაწარმოებები.
დიდი დარბაზის ფოიეში გაიმართება აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. ასევე, ელექტონული მუსიკის ლაივ პერფორმანსი – ჰიუგო კაპაბლანკა.