გიორგი კეკელიძე: ძალიან გახარებული ვარ – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის დაკეტილი სამკითხველო დარბაზების რესტავრაცია, მოდერნიზაცია და გახსნა იწყება

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარული პირველი კორპუსის დაკეტილი სამკითხველო დარბაზების რესტავრაცია, მოდერნიზაცია და გახსნა იწყება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან გახარებული ვარ: ოცნება, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობის დაწყებისას მქონდა – ლეგენდარული პირველი კორპუსის ათწლეულებია დაკეტილი სამკითხველო დარბაზების რესტავრაცია, მოდერნიზაცია და გახსნა – ასრულებას იწყებს. ახლა დამირეკა ზაზა გოგოტიშვილმა, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელმა – გუშინწინ გვქონდა მოლაპარაკება და დღეს უკვე დასტურია – ივანე მაჩაბლის ჯადოსნური დარბაზის სრულ რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company  კომპანია  განახორციელებს“, – წერს გიორგი კეკელიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები