საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების – დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის და ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანამშრომლები დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების – დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს პროკურატურის ძირითადი საგამოძიებო მიმართულებები და არსებული გამოწვევბი. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პროკურატურის მიღწევებზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე განიხილეს წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის და ეფექტიანი გამოძიების კონკრეტული მაგალითები.

ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროკურატურის როლს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნულ თემაზე,პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს ახლად შექმნილი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს სტრუქტურა და არსებული პრაქტიკა გააცნეს.

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს მნიშვნელოვანი გამოცდილება კიბერდანაშაულის პრევენციისა და გამოძიების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-prokuraturis-warmomadgenlebi-didi-britaneTis-samarTaldamcavi-uwyebis-danashaulis-winaa

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები