ბექა ოდიშარია კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილს პარლამენტში უმასპინძლა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კომპოზიტორისადმი მიძღვნილ საღამოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს კიდევ ერთ ცოცხალ ლეგენდას – ქალბატონ ნუნუ დუღაშვილს ვუმასპინძლეთ საქართველოს პარლამენტში. მოხარული ვარ, რომ პირადად მე და ჩვენი გუნდი ეიმედებათ ასეთ სახელოვან შემოქმედებს” – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი არ დაიშურებს ძალისხმევას იმისთვის, რომ სათანადოდ დაფასდეს და რაც მთავარია მომავალ თაობებს გადაეცეს ცოდნა იმ დიდი მუსიკის შესახებ, რომელსაც ქმნიან, ქმნიდნენ და მომავალშიც აუცილებლად შექმნიან ეს დიდი ადამიანები.

ბექა ოდიშარიამ ყურადღება გაამახვილა ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებასა და ღვაწლზე ქართული მუსიკის სფეროში. მისი თქმით, ნუნუ დუღაშვილი არის ერთ-ერთი პირველი იმ კომპოზიტორთაგან, რომელთა მიერ შექმნილი ყველაზე ცნობილი კომპოზიციები,  ქართული მუსიკის შედევრების ავანგარდშია.

„ახლოვდება ნუნუ დუღაშვილის იუბილე და პირადად მე, ჩვენს გუნდთან ერთად, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქალბატონი ნუნუს იუბილესადმი მიძღვნილმა საღამომ  ღირსეულად ჩაიაროს, როგორც ეს მის პიროვნებას და შემოქმედებას ეკადრება”, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ღონისძიების მთავარი მხარდამჭერები არიან საქართველოს მთავრობა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და თბილისის მერია.

გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვიმედოვნოთ, რომ მერიისა და სამინისტროს ძლიერი მხარდაჭერა არის გარანტი იმისა, რომ ქართველი მსმენელი, სულ მალე, კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამოს მომსწრე გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები