საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა, სტუმრებს დეტალურად გააცნეს პროკურატურის საგამოძიებო მიმართულებები, მიღწევები და არსებული გამოწვევები.

ამერიკელი კოლეგები დაინტერესდნენ საქართველოს პროკურატურის, როგორც ქვეყანაში კორუფციული და ფულის გათეთრების დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი უწყების საქმიანობით, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მათ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარეს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო კრიპტოვალუტის გამოყენებით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების პროცესში არსებულ გამოცდილებებსა და გამოწვევებს. ამ მიმართულებით, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს მნიშვნელოვანი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები