პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურორები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, პროკურორებმა სტუდენტებს ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობისა” და „კანონიერი ქურდობის” დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის და ევროპული სასამართლოს მიდგომის შესახებ ისაუბრეს და პრაქტიკული მაგალითები განიხილეს. დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და პროკურორებისგან მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საინფორმაციო კამპანია – „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა” პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიზანია აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
კამპანიის ფარგლებში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გაგრძელდება.

https://pog.gov.ge/news/prokurorebma-organizebuli-danashaulis-winaaRmdeg-brZolis-Temaze-goris-saxelmwifo-universitetis-stude

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები