თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 70 წლამდე კაცია. არსებული ინფორმაციითვე, დაჭრილს ცივი იარაღით დაზიანება მხრის არეში აქვს მიყენებული და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ავტობუსის მძღოლი აცხადებს, თავდამსხმელი, დაახლოებით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იყო.
„ჩხუბის ხმა საერთოდ არ გამიგია. ახალგაზრდამ დაჭრა მოხუცი კაცი. თავდამსხმელი ახალგაზრდა იყო, დაახლოებით, 40 წლამდე. ხალხმა დაიწყო ყვირილი, ავტობუსი გააჩერეო. თურმე, სასწრაფოც უკან მომდევდა და მაშინვე წაიყვანეს“, – აღნიშნა მძღოლმა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცავებმა თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.