ოთარ შამუგია: სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა

გამოწვევებთან ერთად, იზრდება ლაბორატორიული შესაძლებლობები და ინერგება კვლევის საერთაშორისო მეთოდები. 2022 წელს, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ხოლო 2023 წელს, ლაბორატორიას მიენიჭა რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში 350-ზე მეტი კვლევაა დანერგილი, აქედან 95 % რეფერენს მეთოდია.

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ბიზნესოპერატორებს ეძლევათ საშუალება, პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე მოახდინონ მისი კონტროლი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები