ოთარ შამუგია: 2015-2022 წლებში, DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა ევროკავშირის ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას და მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ქართული აგრო სასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს. ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2015-2022 წლებში, DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ეტაპობრივად ინერგება და სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო ხდება საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები