ოთარ შამუგია: 2022 წლის მდგომარეობით, აგრარულ დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1.6 მილიარდი ლარია

სახელმწიფოს მიერ ინიციირებული, აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული მხარდამჭერი ღონისძიებები, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება ახალი ინიციატივებით და, რა თქმა უნდა, იქმნება ახალი პროგრამები. სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში, 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1.6 მილიარდი ლარია, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის, აუცილებელია ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, 2015-2022 წლებში, საკანონმდებლო დაახლოების ფორმატში, მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ეტაპობრივად ინერგება და სავალდებულო ხდება სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის პროცედურების დანერგვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები