ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია, რომელიც ცეცხლის გაჩენისას სახლში მარტო იმყოფებოდა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

სახლში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე კვლავ რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები