ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს და მისიის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება. დადებითად შეფასდა მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური დისციპლინის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, მირზა გელაშვილი, ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები