ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5229 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5261 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0032 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7795 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7605 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0190 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.