პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის  მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს  

პარლამენტში გამართული ნდობის ჯგუფის სხდომაზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის  მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, ნდობის ჯგუფის წევრებს უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 „დღევანდელ სხდომაზე მოვისმინეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გასული წლის ანგარიში, ინფორმაცია საქმიანობის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც პარლამენტის ნდობის ჯგუფის საზედამხედველო სფეროში შედის. განვიხილეთ უწყებაში გადადგმული ნაბიჯები, მიმდინარე რეფორმები ასევე, საიდუმლო შესყიდვები და ინფრასტრუქტურული პროექტები. ნდობის ჯგუფი ზედამხედველობს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საიდუმლო საქმიანობას და სპეციალურ პროგრამებს. ყოველწლიურად, 15 აპრილამდე ჩვენ ვისმენთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების წლიურ ანგარიშებს, ხოლო ამის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვაგრძელებთ ნდობის ჯგუფის საქმიანობას მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა თემატურ სფეროებში შესაბამისი უწყებების მოსმენებით”, –  განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

 ნდობის ჯგუფის შეხვედრაში ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი  ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები