ლევან ნიკოლეიშვილი – კეზერაშვილის თაღლითურ სქემაზე: აშშ-ის საელჩო ყურმოკრულ ამბებზე სანქციებს აწესებენ და BBC -ს მოძიებულ ფაქტებზე აღშფოთებასაც არ გამოხატავენ?

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტს ეხმიანება, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ამხელს.

ნიკოლეიშვილის თქმით, გაუგონარია, როდესაც კეზერაშვილი აფინანსებს ტელევიზიებს, სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ აქციებს და BBC -ს მოძიებულ ფაქტებზე აშშ-ის საელჩო აღშფოთებასაც არ გამოხატავს.

“უჩვეულო და გაუგონარი ის კი არ არის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კეზერაშვილის თაღლითურ სქემებზე, BBC გვიყვება, არამედ ის, რომ ეს ადამიანი აფინანსებს ტელევიზიებს, პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ანტისახელმწიფიებრივ აქციებს, პირდაპირ და ღიად თავის პირით არა ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლა სურს! ამავდროულად, კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, ხვდება ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და დიპლომატებს. მასზე დამოკიდებულ ქართველი პოლიტიკოსები, რომ ხმას არ იღებენ გასაგებია, მაგრამ აშშ-ს საელჩო? ყურმოკრულ ამბებზე სანქციებს აწესებენ, და BBC -ს მოძიებულ ფაქტებზე აღშფოთებასაც არ გამოხატავენ???”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები