ზაალ ანჯაფარიძე – დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე: “კეზერას” ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედია მფლობელად მიიჩნევს

ეს რა აჯახა BBC-მ ამ “კრისტალურად ბინძურ” ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟს.

როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მათ, ვისაც კეზერაშვილი აფინანსებს, უხერხულობა უნდა შეექმნათ მას შემდეგ, რაც BBC-მ თაღლითური ქსელის უკან მდგარი ბიზნესმენები გამოავლინა, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ დავით კეზერაშვილია.

„ეს რა აჯახა BBC-მ ამ “კრისტალურად ბინძურ” ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით.
კეზერვიზიებისთვის და კეზერპარტიებისთვის ოდნავ უხერხული მაინც უნდა იყოს “კეზერასგან” ფულის მიღება.
თუმცა, მიჰყვებიან რა ვანოსა მცნებასა – ფულს სუნი არ უდის. თან “კეზერას” ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედია მფლობელად მიიჩნევს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები