გიორგი ვოლსკი: 9 აპრილი ეროვნული მოძრაობის სიმბოლოა – “ნაცმოძრაობა” აქციას ატარებს, ამას საზოგადოებამ მკაცრი შეფასება უნდა მისცეს

მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

“9 აპრილი ეროვნული მოძრაობის სიმბოლოა, რა საკვირველია ნებისმიერს შეუძლია აქცია ჩაატაროს, მაგრამ ამავე დროს ბზობაა, ამავე დროს, საზოგადოების განწყობა, სულისკვეთება სულ სხვაა და “ნაცმოძრაობა” სრულიად დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტია აქციას ატარებს, თან ლევან ხაბეიშვილი, თან ეს შემადგენლობა, რომელსაც ჯერ სისხლი არ შეშრობია ხელზე ვანო მერაბიშვილის მეთაურობით. არის ისეთი სამწუხარო რეალობა, რომელსაც შეფასება სჭირდება და არა მარტო პოლიტიკოსების მხრიდან, ამას საზოგადოებამ უნდა მისცეს უფრო მკაცრი შეფასება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები