მაია ფანჯიკიძე თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ირაკლი ღარიბაშვილის დასწრების მიზეზს განმარტავს

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილი თურქეთში უკვე იმყოფებოდა, ირაკლი ღარიბაშვილს კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის პერიოდში თურქეთში ვიზიტი არ განუხორციელებია, სწორედ ამ მიზეზით თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება. მინისტრის თქმით, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის.
“ირაკლი ღარიბაშვილი არ ყოფილა თურქეთში რაც ის პრემიერ-მინისტრია. თურქეთის მხრიდანაც იყო მოლოდინი, რომ საქართველოდან პრემიერი ჩავიდოდა”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები