სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნუცა ბუზალაძე დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მომღერალი ნინო (ნუცა) ბუზალაძე დალოცა. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ილია მეორემ მომღერალს წარმატებები უსურვა.
“ამა წლის 2 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღიარებული მომღერალი ნინო (ნუცა) ბუზალაძე მიიღო, დალოცა იგი და წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში წასვლამდე მომღერალი წლების განმავლობაში ხშირად მონაწილეობდა საპატრიარქოში გამართულ კულტურულ ღონისძიებებში და ამჟამადაც სამშობლოში ყოფნისას კვლავ ეწვია მის უწმინდესობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები