“ნატო-ს მეკავშირეები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ”

ნატო-ს მეკავშირეები აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, – აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.

“ნატო-ს მეკავშირეები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ. ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა, რომელშიც წინასწარი მონაცემებით რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები