კონსერვატორიის დიდ დარბაზში გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი კლასიკური მუსიკის კონცერტს გამართავს

1 აპრილს, 19:00-ზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი კლასიკური მუსიკის კონცერტს გამართავს.

ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

“პროგრამა:
ი. ბრამსი – საფორტეპიანო კონცერტი N1, რე მინორი.
ლ. ვ. ბეთჰოვენი – სიმფონია N3 „ჰეროიკული“.

მირიან ხუხუნაიშვილი – დირიჟორი
საბა დამენია – სოლისტი

კონცერტის დასაწყისი 19:00”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები