ალუდა ღუდუშაური – სააკაშვილზე: ნორვეგიული ოპოზიციური პარტიის მიერ ჯილდოს გადაცემა ადამიანის მიმართ, რომელიც არის არქიტექტორი ძალადობის, არის უბრალოდ წარმოუდგენელი რამ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიაში გადაცემულ ჯილდოს გამოეხმაურა.
„ნორვეგიული ოპოზიციური პარტიის მიერ ჯილდოს გადაცემა ადამიანის მიმართ, რომელიც არის მთავარი შემოქმედი, არქიტექტორი ძალადობის, არის უბრალოდ წარმოუდგენელი რამ. ძალიან დიდი შეურაცხყოფა, ძალიან დიდი ცინიზმი. ვურჩევდი, რომ თუ მაინცდამაინც უნდათ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რაიმე ჯილდო გადასცენ, გადასცენ ტირანიის შემოქმედს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა.