გიორგი ვოლსკი: რასაკვირველია, იქნება მცდელობებიც, რომ „ქართული ოცნების“ კონფერენციების ფონზე დესტრუქციული აქციები გამართონ

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციების პარალელურად დესტრუქციული აქციები გაიმართოს.

„ეს არის შეხვედრები ადამიანებთან, ვისაც ინტელექტუალური რესურსი გააჩნია ამ ქვეყნის მართვის. ბევრმა ადამიანმა მოისმინა და კიდევ უნდა მოისმინოს ის პოზიციები, რომელიც გააჩნია „ქართულ ოცნებას“. რასაკვირველია, მცდელობებიც იქნება, რომ ამ კონფერენციების ფონზე რაღაც დესტრუქციული აქციები გამართონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციებს მართავს. 29 და 30 მარტს პარტიული კონფერენციები გაიმართება ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში. მმართველი გუნდი ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები