ფონიჭალაში, ავტომობილი სკვერში შევარდა – დაშავებულია ორი ბავშვი
ქვემო ფონიჭალაში, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი სკვერში შევარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი.
დაშავებულები კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ არიან გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ვიდეო: Mega TV