კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
28 მარტს, 20:00 საათზე, „არტ ჰოლში“ კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნუნუ დუღაშვილის ცნობილ და ასევე ახალ სიმღერებს შეასრულებენ ახალგაზრდა მომღერლები აჩიკო ბერიძე, გიგა ჯალაღონია, დათუნა წულუკიძე, ლუკა შარაშენიძე.
საღამოს წამყვანია მაია დათუნაშვილი.
იდეის ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი მარინა თავართქილაძე.
ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
კონცერტი გაიმართება „არტ ჰოლში” (ცოტნე დადიანის №26).