დავით აღმაშენებლის ხეივანში სამარშრუტო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში სამარშრუტო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, სადაც 15 მგზავრი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აალებული ტრანსპორტიდან ყველა მათგანმა სწრაფად შეძლო გადმოსვლა.

მიკროავტობუსი ბორჯომიდან მოდიოდა და მგზავრების ინფორმაციით ტრანსპორტი ტექნიკურად გაუმართავი იყო, ცეცხლი კი კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის მოწყობილობა გაუჩნდა.

შსს-მ გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები