ზურაბ ქადაგიძე – კელი დეგნანს: კეთილი ინებეთ და მიგვითითეთ, სად „დავიწროვდა” მედიაგარემო

ქალბატონო ელჩო, დღეს საქართველოში მედიაგარემო იმდენად თავისუფალია, რომ ხშირად ეს თავისუფლება თავხედობაშიც გადასდით რიგ „მედიებს”, -წერს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ელჩი კელი დეგნანის განცხადების შესახებ, სადაც ის საქართველოში მედიაგარემოს დავიწროებაზე საუბრობს.

ექსპერტი პასუხს ითხოვს ელჩისგან, სად დავიწროვდა მედია გარემო.

„ქალბატონო ელჩო, დღეს საქართველოში მედიაგარემო იმდენად თავისუფალია, რომ ხშირად ეს თავისუფლება თავხედობაშიც გადასდით რიგ „მედიებს”, აბრალებენ ყველას ყველაფერს და ყველას ყველაფრის უფლება აქვს.

ამხელა დიპლომატმა ქალმა სიტყვები ასე ჰაერზე არ უნდა წამოისროლოთ!

კეთილი ინებეთ და მიგვითითეთ, სად „დავიწროვდა” მედია გარემო?” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები