ზურაბ ქადაგიძე ხაზარაძეზე: ბატონმა მამუკამ არ იცის, რომ ადრე მოუწია ჩასაძირად განწირული გემიდან გადახტომა, ოპოზიციის ნაპირი ძალიან შორსაა, მისნაირმა ვირთაგვებმა კი კარგად ცურვა არ იციან

 

„ა, კაცი… განა სულ მევახშეა, ახლა პოლიტიკურ „სტუკაჩად“ იქცა… უგრძვნია ადამიანს რეალობა, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე „ლელოს“ ლიდერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი“.
ქადაგიძე ხაზარაძის ამ განცხადებას ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცევის მცდელობად მიიჩნევს.
„ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, ოპოზიციის „საამაყო“ საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო კვლევითა თუ სტატისტიკით, საქართველოს უპირველესად ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და მხოლოდ ინსინუაციური პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული შარშან, ევროპის პარლამენტში.
მამუკასაც არ უმტყუნა „ვირთაგვას ალღომ“ და ჩასაძირად განწირული გემიდან ღირსეულად გაქცევა დააპირა.
თან საზოგადოების გასაგონად თქვა:
– მე არ გეგონოთ ის კაცი, ვინც ევროპაში ჩვენი ქვეყნის მომავალს ანგრევს, ეგენი სხვები არიანო…
– ვინ სხვები, ბატონო მამუკა, იქნებ დაგვიკონკრეტოთ?
მოკლედ, მას შემდეგ, რაც გუშინდელი დღე დაიწყო, პრემიერის მხრიდან ამათი სრული გაპარტახებით, ამის „კრისინაია ჩუწიომ“ უერთგულა და ჩაძირვას, გაქცევა ურჩია.
ოღონდ, ბატონმა მამუკამ არ იცის, რომ ადრე მოუწია გემიდან გადახტომა, ოპოზიციის ნაპირი ძალიან შორსაა, მისნაირმა ვირთაგვებმა კი კარგად ცურვა არ იციან“, – წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები