წყლის ჭავლზე მოხტუნავე გოგონას და, სოფია კენჭიაშვილი – გიორგი კეკელიძეს: ვერ რეაბილიტირდები სექსუალური მოძალადე მსგავსი მცდელობებით

ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს, – ამის შესახებ წყლის ჭავლზე მოხტუნავე გოგონას და სოფია კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სოფია კენჭიაშვილი გურული დღიურების ფონდის მიერ მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიის დაფუძნებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც პირველს სტიპენდიას სწორედ მისი და, სალომე კენჭიაშვილი მიიღებს.

კენჭიაშვილი გიორგი კეკელიძეს ძალადობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ სტიპენდიაზე უარს ამბობენ.

„მოკლედ და კონკრეტულად:
გიორგი კეკელიძის მიერ დანიშნულ სტიპენდიას ვაქენსელებთ
დარწმუნებული ვარ, მარო მაყაშვილი ცოცხალი რომ იყოს დღეს და ახლა, გამო*ლევდებოდა, რომ გაეგო, თუ ვის მიერ დაინიშნა მსგავსი სახელობის სტიპენდია
ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს.
არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს.
არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.
არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი.
ნებისმიერი ტიპის ძალადობის მერე “მაგრამ” არ იწერება.
პირადად მე მივმართავ გიორგი კეკელიძეს, მისგან განსხვავებით პირადში არ ვიწერები ბოდიშებს.
ვერცერთი შენი მანიპულაცია ვერ დაგეხმარება მოძალადის სახელის ჩამორეცხვაში, ვერც სუიციდის მცდელობა მათ შორის.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და სალომე აუარებს ამ სტიპენდიას, თუ ძალიან უნდა ეროვნულ ბიბლიოთეკას (და არა გიორგი კეკელიძეს), შეუძლია სალომესთვის გამოყოფილი თანხა ჩაურიცხოს მას, ვისაც ეს მართლა სჭირდება.
პ.ს. გიორგი ხერგიანსაც შეუძლია ტრაკის დაყენება. just saying“- წერს სოფია კენჭიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები