“ევროკავშირის ეს რეკომენდაცია არა საქართველოს, არამედ მსხვილ ექსპორტიორებს ეხებათ”

ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავშეკავების თაობაზე საქართველოს ევროკავშირისგან შეტყობინება არ მიუღია, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს სოფელ რუხში, მრავალპროფილური საავადყოფოს მშენებლობის გახნის შემდეგ განუცხადა.
პრემიერის განმარტებით, ევროკავშირის ეს რეკომენდაცია არა საქართველოს, არამედ მსხვილ ექსპორტიორებს ეხებათ. “საქართველოს ევროკავშირისგან მსგავსი შეტყობინება არ მიუღია. ეს ეხება მსხვილ ექსპორტიორებს, საქართველო არ არის მსხვილ ექსპორტიორთა შორის, შესაბამისად, ეს ჩვენს ქვეყანაზე არ აისახება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გავყიდოთ ყველგან, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია”, – განაცხადა პრემიერმა. სააგენტო “იტარ-ტასის ინფორმაციით, ბრიუსელის რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები