ზარქუა: ქალბატონი სამადაშვილი ისევ მტრობს ქვეყანას, იმ ნარატივს აგრძელებს, რომ თურმე საქართველო სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენება
ქალბატონი სამადაშვილი ისევ მტრობს თავის ქვეყანას, ისევ იმ ნარატივს აგრძელებს, რომ თურმე საქართველო სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენება. პარტნიორებმა უთხრეს, რომ ეს ტყუილია, მაგრამ იმეორებს, რადგან გონჩარენკოს მეგობარია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისთვის კითხვის დასმის დროს, სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით საქართველოს გამოყენებაზე ისაუბრა.
„ბრიტანულმა დაზვერვამ, ამერიკელმა პარტნიორებმა უთხრეს, რომ ეს ტყუილია, არ გაიმეოროო, მაგრამ ის იმეორებს, რადგან გონჩარენკოს მეგობარია. გონჩარენკო ხომ იცით, ვინ არის?! უკრაინული რადას წევრია – ჯერ იანუკოვიჩს ასხამდა ხოტბას, მის პარტიაში იყო, მერე პოროშენკოს – ზელენსკის კი მტრობდა, ახლა ზელენსკისთან გადმოვიდა. კაციშვილი სერიოზულად არ აღიქვამს, მაგრამ სამადაშვილები და დანარჩენები მისი მეგობრები არიან“, – თქვა ზარქუამ პლენარულ სხდომაზე.