გიორგი ვოლსკი: ბერბოკის განცხადება არასწორია
მმართველი გუნდის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადება შეაფასა.
„განცხადება არასწორია. საზოგადოების უმრავლესობა და უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია ევროინტეგრაციის პროცესის მიზანზე. საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გზით მოვიდა. ამ ხელისუფლების მიერ არის შექმნილი კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ სწორედ ეს მიმართულება არის მთავარი, საჭირო და აუცილებელი განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის”,- აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე განაცხადა, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს.